ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, ის ვერ უზრუნველყოფს, რომ გუნდის ყველა ფეხბურთელი ბედნიერი იყოს, რადგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 მოთამაშე ხვდება.
“სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ – არ შემიძლია, გუნდის ყველა ფეხბურთელი ბედნიერი მყავდეს. არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.
გუნდში 25 ფეხბურთელია და მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი მათგან მხოლოდ თერთმეტია. ასეთია ჩვენი ცხოვრება და მას უნდა შევეგუოთ.
მსგავსი პრობლემის წინაშე ყველა წამყვანი კლუბია, რომელსაც კარგი სათადარიგოთა სკამი აქვს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.