ფეხბურთი

19:09 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ფეხბურთელებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, “ნორვიჩთან შაბათს დანიშნული თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციზე, თავის შეგირდებს მოუწოდა, თვითკმაყოფილებას არ მიეცნენ და სრული მობილიზირებით გავიდნენ მოედანზე. ვენგერის კომენტარს “არსენალის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

,,პრემიერლიგა ბოლო წლებში გაცილებით მაღალი დონის გახდა, ნებისმიერ მეტოქესთან გართულდა თამაში, ამაზე მეტყველებს დაფიქსირებული შედეგები.’’

‘’მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ამ სეზონში კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგით, თუმცა ვფიქრობ, გუნდს შეუძლია კიდევ უფრო ლამაზი და წარმატებული ფეხბურთის ჩვენება, ფეხბურთელებში ამის პოტენციალს ვხედავ’’ - განაცხადა ვენგერმა.

“არსენალის” მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდზეც ისაუბრა

“რაც შეეხება კონკრეტულად ხვალინდელ მეტოქეს, “ნორვიჩი” გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერებულია, მათ დაიმატეს ვან ვოლფსვინკელი და იოჰან ელმანდერი, ეს გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებს” - დაასრულა ფრანგმა.

დიმიტრი შარიქაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116034