ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.
“მჯერა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გვაქვს, რადგან წინა სეზონშიც, დიდი ხნის განმავლობაში, ცხრილის ზედა ნაწილში ვიყავით. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად ძლიერები იქნებიან კონკურენტები.
ეს ჩემპიონატი, ჩვენთვის, ნამდვილი გამოწვევა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ გნუდებთან თამაშები, რომლებიც ჩემპიონობისთვის არ იბრძვიან.
ფავორიტებად “ჩელსის”, “სიტის”, “ლივერპულს”, “მანჩესტერსა” და “არსენალს” დავასახელებდი.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.