ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, “სუონსისთან” 2:0 მოგებული თამაშის შემდეგ, აცხადებს, რომ საკუთარი ფეხბურთელებით ამაყობს.
“ვიცოდით, რომ სეზონის ფინიშზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველოდა. თუმცა, მოგება ძალიან გვინდოდა და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ.
ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, რადგან მათ მიუნხენში ძალები დახარჯეს, ხოლო უელსში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. საკმაოდ რთული მიზნის მიღწევა მოვახერხეთ.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.