ფეხბურთი

20:10 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ახალი კონტრაქტი თითქმის გაფორმებულია”

 

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის განცხადებით, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი ფინალურ სტადიაზეა.

“კონტრაქტი თითქმის გაფორმებულია და დეტალები მალე ყველასთვის ცნობილი გახდება. ამაყი ვარ ჩემი გუნდით, წლების განმავლობაში წარმატებაც გვქონდა და წარუმატებლობაც. მიხარია კლუბში მუშაობის გაგრძელების შანსი რომ მომეცა” - განუცხადა Eurosport-ს ფრანგმა სპეციალისტმა.

ამ კომენტარის შემდეგ "მონაკოსთან" დაკავშირებით ჭორები გაქარწყლდა - თითქოს ფრანგულ კლუბს ვენგერის გადაბირება სურდა. 64 წლის სპეციალისტს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კიდევ რამდენი წელი დარჩება ვენგერი "არსენალში" ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ბალახაძე

0.132127