ფეხბურთი

10:33 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი "არსენალთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

     ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა მზადაა მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ფრანგი სპეციალისტის გარშემო ატეხილ აურზაურს ბოლო მოუღოს.

სავარაუდოდ, არსენ ვენგერი კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს და წელიწადში 8 მილიონ გირვანგას მიიღებს.

ბოლო პერიოდში ბრიტანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ფრანგი სპეციალისტი კლუბს დატოვებდა. როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ვენგერის ჰეგემონია "არსენალში" ჯერ არ დასრულებულა.

არსენ ვენგერი ლონდონურ კლუბს 1996 წლიდან წვრთნის. ფრანგმა თავკაცმა უკვე განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საკვანძო ფეხბურთელის დამატება სურს და მნიშვნელოვანი ტრანსფერები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განხორციელდება.

გიორგი ბალახაძე

0.120099