ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ახალ კონტრაქტზე მოურიგდა. goal.com-ის ინფორმაციით, მხარეები 2-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.
ვენგერი “არსენალში” 1996 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ოთხ-ოთხჯერ თასი და სუპერთასი მოიგო და ერთხელ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ახალი მოლაპარაკების ოფიციალურად დამტკიცების შემთხვევაში კი ფრანგი სპეციალისტი ლონდონში 2016 წლამდე დარჩება.