ფეხბურთი

15:38 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ველინგტონი: "მესიმ ძაღლის შვილი მიწოდა"

ესპანურ პრიმერაში, "მალაგა"-"ბარსელონას" მატჩის (0:0) 83-ე წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელი ფეხბურთელი ველინგტონი ბარსელონელ ლეო მესის სახეში სწვდა.  ველინგტონს ამის გამო გაფრთხილება მისცეს.

ესპანურ marca-სთან საუბარში ბრაზილიელი ასე ხსნის ამ ეპიზოდს:

"მესის სახეში იმიტომ წავავლე ხელი, რომ მან ძაღლის შვილი მიწოდა. მთლიანობაში, მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ, ჩემმა ყველა თანაგუნდელმა ბოლომდე გააკეთა გასაკეთებელი". 

ილია კახელიშვილი

0.115583