ფეხბურთი

13:53 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ველას “არსენალში” დაბრუნება არ სურს

ლონდონის “არსენალს” სან-სებასტიანის “სოსიედადის” ფორვარდის – კარლოს ველას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 4 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ თავად ფეხბურთელს “ემირეიტსზე” დაბრუნება არ სურს.

“არსენალი” ბრწყინვალე კლუბია, რომელმაც ევროპაში თამაშის შანსი მომცა. მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა სხვა კლუბში ვთამაშობ. როდესაც “არსენალში” ვიყავი, შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ მქონდა. “სოსიედადთან” ერთად ევროარენაზე თამაში მინდა და თუკი ამ საგზურს მოვიპოვებთ, სან-სებასტიანში დავრჩები”, - განუცხადა მექსიკელმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ “სოსიედადი” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

 

0.117202