კალათბურთი

19:06 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: „მაქსიმალურად ვეცდები რათა, ოთარ ქორქიას, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ვარსკვლავები გაიხსნას“

უახლოეს მომავალში შესაძლოა ჰელსინკის (ფინეთი) 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონ ოთარ ქორქიასა და მიუნხენის (გერმანია) 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს ზურაბ საკანდელიძესა და მიხეილ ქორქიას თბილისის სპორტის სასახლესთან ვარსკვლავი გაუხსნან. ამის შესახებ მასმედიას თბილისის კალათბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

„ქართული კალათბურთის უამრავი წარმომადგენელი იმსახურებს რათა მისი სახელის უკვდავსაყოფად თბილისის სპორტის სასახლესთან ვარსკვლავი გაიხსნას. ჩემი აზრით, ვარსკვლავების გახსნა ოთარ ქორქიას, ზურაბ საკანდელიძითა და მიხეილ ქორქიათი უნდა დავიწყოთ. მე როგორც საკრებულოს წევრი ყველაფერს გავაკეთებ, ნებისმიერ ორგანიზაციას მივმართავ რათა სპორტის სასახლესთან ქართველ კალათბურთელთა უკვადსაყოფად ვარსკვლავების გახსნას ჩაეყაროს საფუძველი“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

0.115066