“ორჰუსის” თავდამსხმელი მათე ვაწაძე ფიქრობს, რომ მის საფეხბურთო კარიერაში რთული პერიოდი დასრულდა და დანიის ჩემპიონატის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
“ვგრძნობ, რომ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი, რადგან იმდენი არ მითამაშია, რაც მსურდა. გულს მწყვეტს, რომ უფრო მეტი თამაშის საშუალება არ მქონდა. მინდოდა გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ეს რთული პერიოდი იყო. სწორ გზას ვადგავარ. ასი პროცენტით მზად არ ვარ, რადგან წელი და კოჭი ცოტა კიდევ მაწუხებს. თუმცა, მდგომარეობა უმჯობესდება და ვცდილობ, თებერვლის ბოლოსთვის, როდესაც ჩემპიონატი განახლდება სრულ მზადყოფნაში ვიყო” – იუწყება 25 წლის ვაწაძის სიტყვებს დანიური გამოცემა tipsbladet.dk-ი.
ვაწაძე დანიურ “ორჰუსში” 2012 წლის აგვისტოში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე აკავშირებს.