ფეხბურთი

0:31 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის მე-7 გოლი

დანიის რანგით მე-2 ლიგაში “ორჰუსმა” სტუმრად ლიდერ “ვენდსისელს” 3:0 სძლია, ქართველმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ კი მე-7 მატჩში მე-7 გოლი გაიტანა. ამჯერად, მან ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და გუნდის გამარჯვებას სათავე დაუდო.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, “ორჰუსმა” კი 14 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ხსენებულ “ვენდსისელს” 2 ქულითღა ჩამორჩება. ისიც ვთქვათ, რომ 7 ბურთით ვაწაძე ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია და უახლოეს კონკურენტებს 3 გოლით უსწრებს.

0.124152