ფეხბურთი

17:52 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე: თავდაჯერებულობის საწინდარი ჯანმრთელობაა

დანიის “ორჰუსის” თავდამსხმელი მათე ვაწაძე მიიჩნევს, რომ 100 პროცენტით მზადაა.

მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა დანიის პირველ დივიზიონში (პირველი ლიგა) 2 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან პირველ ტურში “როსკილდესთან” ერთი გოლი გაიტანა, ხოლო “ბრონსჰოისთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა.

“ორჰუსში” გადასვლის შემდეგ, ბევრი ტრავმა მქონდა, ხოლო როდესაც მზად ვიყავი, ხშირ შემთხვევაში მწვრთნელი შანსს არ მაძლევდა. ახლა შანსი მაქვს და იმედია, ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს თავდაჯერებული ვიყო. თავს 100 პროცენტით მზად ვგრძნობ. ეს ჩემი თავდაჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თავდამსხმელი ვარ და ჩემი საქმე გოლების გატანაა” – იუწყება ვაწაძის სიტყვებს დანიური ინტერნეტპორტალი morethanaclub.dk-ი.

0.120414