ფეხბურთი

17:34 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე სათამაშოდ მზადაა

მათე ვაწაძე გამოჯანმრთელდა და დანიურ “ორჰუსთან” ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

“ორჰუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი თავდამსხმელი, მარტინ იორგენსენთან ერთად იმ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა, რომლებიც დანიის ლიგის თასზე “სტიერნენთან” მატჩისთვის ემზადებოდნენ და გამორიცხული არაა, ითამაშოს კიდეც.

ამა წლის აპრილში, დანიის სუპერლიგაში “ნორდსიელანდთან” მატჩში, ვაწაძემ კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმობდა. ქართველმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული ხანი ყავარჯნებითაც გადაადგილდებოდა. 


0.111223