ფეხბურთი

13:40 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე ერთ კვირაში სირბილს დაიწყებს, თამაშს კი სექტემბრის ბოლოს შეძლებს

მათე ვაწაძე, რომელმაც აპრილში კოჭის ტრავმა მიიღო, ერთ კვირაში სირბილს დაიწყებს, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ დიდხანს გასტანს: 24 წლის ქართველი ფორვარდი სექტემბერში დაიწყებს თამაშს.

"ჩვენ გეგმაზომიერად ვმოქმედებთ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მათე სექტემბრის ბოლოს შეძლებს თამაშს", - თქვა "ორჰუსის" ექიმმა იაკობ ასტრუპმა.

როგორც იცით, ვაწაძე გორის "დილადან" გადავიდა დანიურ კლუბში. სუპერლიგაში მან 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. წლეულს მათემ საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა თავი: ალბანეთთან სტუმრად გოლი მიითვალა.

 

თეგებივაწაძე
0.116191