ფეხბურთი

13:49 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე დუბლით დაბრუნდა, სხირტლაძემ და დევდარიანმაც გაიტანეს

რა მოიგო “ლეგიას” მწვრთნელმა?


მათე ვაწაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა და დუბლით გამოიჩინა თავი. ეს მოხდა დანიის ლიგის თასის მატჩში, რომელშიც “ორჰუსმა” 6:1 გაანადგურა ქვედალიგელი “სტიერნენი”. ქართველი ფორვარდი 62-ე წუთზე შევიდა მინდორზე და 8 წუთში თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია, ხოლო 89-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

შეხსენებისთვის, ვაწაძეს კოჭის ტრავმა ჰქონდა და ოპერაცია გადაიტანა. “სტიერნენთან” კიდევ ორმა ქართველმა გაიტანა: დავით სხირტლაძემ მე-40 წუთზე 3:0 გახადა ანგარიში, 78-ეზე კი დავით დევდარიანმა შეაგდო და 5:0 აანთებინა ტაბლოზე. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, დევდარიანი კი ვაწაძის მსგავსად, 62-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.  

ამაოდ ველოდით ლადო დვალიშვილის თამაშს. ვარშავის “ლეგიამ” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შინ 2:2 ითამაშა ბუქარესტის “სტიაუასთან”, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან გავარდა და ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებს. ასეთ პრინციპულ მატჩში, ”ლეგიას” მწვრთნელმა იან ურბანმა დვალიშვილი 18-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანმა. 

მატჩის წინა დღეს თქვა ურბანმა, დვალიშვილისგან მეტს ველი - ის თამაშს აყოვნებსო. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ვერ გაამართლა: “ლეგია” “სტიაუასთან” გავარდა. 

 

0.120684