ჩოგბურთი

18:34 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკას ფინალი

 მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი სტანისლას ვავრინკა მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ის ფინალში კარიერის განმავლობაში პირველად გავიდა. 29 წლის შვეიცარიელმა ნახევარფინალში ორსეტიანი ორთაბრძოლა ესპანელ დავიდ ფერერს 6:1, 7:6 მოუგო. ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებულის საფინალე მოწინააღმდეგეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მეორე ნახევარფინალი გამოავლენს.

სტანისლასმა პირველი სეტი დამარეჯებლად ჩაატარა, მეორე პარტიაში კი მოგებულის ვინაობა ტაიბრეიკმა გაარკვია. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ვავრინკას ანგარიშზე 6 ეისია. ფერერისა და ვავრინკას ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ჯერჯერობით ესპანელის სასარგებლოდაა – 7:6.

შეგახსენებთ, მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის  საპრიზო ფონდი 3452415 ევროა.

0.113045