შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტანისლას ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია. მან დიდი სენსაცია მოახდინა და მე-2 ნომრად განთესილი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ საათს გაწელილ მატჩში 2:6, 6:4, 6:2, 3:6, 9:7 დაამარცხდა.
“აუსტრალიან ოუფენზე” მე-8 განთესვის მქონე 28 წლის ლოზანელმა 17 ეისი მოაწოდა, 51 “ვინერი” ჰქონდა 60 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო სერბის მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 7 ეისი, 45 ”ვინერი”, 60 შეცდომა.
ნახევარფინალში ვავრინკას მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც ესპანელ დავიდ ფერერს 6:1, 6:4, 2:6, 6:4 მოუგო.
ვაჟთა ტურნირის კიდევ 2 ნახევარფინალისტი 22 იანვრის დილას გამოვლინდება. მეოთხედფინალში ტურნირის პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (22) გაეჯიბრება, ხოლო შვეიცარიელ როჯერ ფედერერი (6) ბრიტანელ ენდი მიურეის (4) ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია