ჩოგბურთი

10:40 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა: მოგება შემიძლია, მაგრამ...

ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი სტენ ვავრინკა წლევანდელი რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირისთვის, “როლან გაროსისთვის” ემზადება. შვეიცარიელი საფრანგეთის ღია პირველობაზე საწყის მატჩს ესპანელი გილერმო გარსია-ლოპესის წინააღმდეგ ჩაატარებს. სადღეისოდ რეიტინგსიის მესამე ნომერი ვავრინკა სადიდსლემო შეჯიბრების სტარტის წინ АТР-ის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელს გაესაუბრა.

“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად ვარ და ვიცი, რისთვის უნდა ვიბრძოლო. ურიგო საასპარეზო ბადე არ მაქვს და შეძლებისდაგვარად შორს უნდა გავაღწიო. თავს საფრანგეთის პირველობის ერთ-ერთ ფავორიტად ვთვლი და შეჯიბრების მოგებაც შემიძლია, თუმცა, უნდა ვაღიარო – სადღეისოდ რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მაინც სხვა, უფრო მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ამის მიუხედავად, უიმედოდ მაინც არ ვარ. “როლან გაროსს” კარგად მომზადებული შევხვდი და მოუთმენლად ველი პირველ მატჩს. ბოლო ხანს კარგად ვთამაშობ და მნიშვნელოვანია, საწყისი პაექრობიდანვე სათანადოდ ჩავერთო ტურნირში, საკუთარი თამაში ვაჩვენო და ნაკლები ყურადღება მივაქციო მეტოქის ვინაობას”, - განაცხადა სტენ ვავრინკამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096511