ჩოგბურთი

14:08 | 12.05.2013 | ნანახია 554 - ჯერ

ვავრინკა მადრიდის მასტერსის ფინალშია

 

მსოფლიო რეიტინგის მე-15 ჩოგანი შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა განაგრძობს წარმატებულ სვლას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო მასტერსზე. ნახევარფინალურ ეტაპზე მან მძიმე ბრძოლაში 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ფინალში გააღწია, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან მოუწევს დაპირისპირება.

მატჩი 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შვეიცარიელმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი ორჯერ დათმო. ლოზანაში დაბადებულმა ჩოგბურთელმა 5 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბერდიხმა 8 ეისით და 1 ორმაგით გამოიჩინა თავი.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 6:5 გახდა, სტანისლასის სასარგებლოდ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტომაშმა მეტოქეს მიულოცა გამარჯვება და აღნიშნა: "მესამე სეტის ბოლო 4 გეიმი საზიზღრად ჩავატარე, ასე თამაში ნამდვილად არ შემფერის და ამიტომაც დავისაჯე."


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:32 | 12.05.2013
Djoko (9552)

ეს ხო მართლა სტანისლაავააა რაა,ღირსი ხარ შენი ცონგასთან რო მეორე სეტი წააგე ! ისევ ყლარწი უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა ნადალს,პადაჩის ხარჯზეც წავიდოდა წინ ეს კიდე იმენა...

17:26 | 12.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

მიდი ნადალ გაანადგურე სტანისლასი, ჩემს მაგივრად შური იძიე

14:18 | 12.05.2013
beqa88 (374)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/')) >> აქ უყურეთ თამაშს კაი ლინკი დევს

0.13195