ჩოგბურთი

12:41 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა იმედგაცრუებულია

 

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა შვეიცარიელმა სტანისლავ ვავრინკამ საფრანგეთის ღია ჩემპიონატის პირველივე რაუნდში ესპანელ გარსია ლოპესთან სენსაციური მარცხი განიცადა _ 4:6, 7:5, 2:6, 0:6.

მატჩის შემდეგ ვავრინკა იმედგაცრუებული იყო. მისი განცხადებით, მას პროგრესი ჯერ კიდევ სჭირდება.

"ვცდილობდი მეპოვა ჩემი თამაში, მეასპარეზა აგრესიულად, მაგრამ ვერ შევძელი. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა შეიძლება ამ წაგებამ ჩემზე უფრო კარგად იმოქმედოს. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ნადალის, ჯოკოვიჩის და ფედერერის მსგავსად ვერ ვთამაშობ და ამისთვის ბევრი მუშაობა მჭირდება, რათა სტაბილურად თამაში შევძლო", - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვავრინკამ.

მსოფლიო 41-ე ჩოგანმა გარსია ლოპესმა რეიტინგსიის საუკეთესო ათეულის ჩოგბურთელებთან კარიერაში 11-ე მატჩი მოიგო.

"როდესაც ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდები, მაქსიმალურად მობილიზება გმართებს. ჩემ სტილში ვითამაშე და საბედნიეროდ შეხვედრა მოვიგე. მოწინააღმდეგე სუსტად გამოიყურებოდა და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი", - განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

გიორგი ბალახაძე 

 

0.129913