ფეხბურთი

14:14 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვატო წერეთელი: "მოგებას ქართული სპორტის ქომაგებს ვუძღვნი"

როგორც იცით, "იბერია სტარმა" უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდი ბულგარულ "ვარნასთან" მოგებით (2:1) დაიწყო და დღეს ბოსნიურ "სარაევოს" შეხვდება – ამ მატჩის გამარჯვების შემთხვევაში, ქართული კლუბი ელიტ-რაუნდის საგზურს გაინაღდებს. რა თქმა უნდა, "იბერია სტარს" რჩება დიდი ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება.

კლუბის პრეზიდენტმა ვატო წერეთელმა გამარჯვება ქართული სპორტის ქომაგებს მიუძღვნა, რომლებიც გუნდს მუდმივად მხარში უდგანან.

ვატო წერეთელი, "იბერია სტარის" პრეზიდენტი: "პირველ რიგში, ჩვენს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ბულგარეთის ჩემპიონთან მოგებას. სამწუხაროდ, ლეგიონერებით მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას გამარჯვებას თუ ქართული შემადგენლობით, გუნდის პრობლემების გადაჭრაში დახმარების სურვილს მაინც ვერ ვგრძნობთ. იმედი მაქვს, განხორციელდება ბათუმის პროექტი და "იბერია სტარი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. დღევანდელ გამარჯვებას კი ვუძღვნი იმ დიდ არმიას, რომელსაც ქართული სპორტის ქომაგები ჰქვია - რომ არა მათი თანადგომა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში 51-ე მატჩს ვეღარც ჩაატარებდა".

0.136189