ჩოგბურთი

10:03 | 5.08.2013 | ნანახია 605 - ჯერ

ვაშინგტონში ჩემპიონები გაირკვნენ

 ვაშინგტონის მამაკაცთა ტურნირი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში 24 წლის პატაგონიელმა ამერიკელ ჯონ იზნერს 3:6, 6:1, 6:2 მოუგო და 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 295200 დოლარიც დაიმსახურა.

არგენტინულ-ამერიკული ფინალი საათნახევარს გაგრძელდა. დელ პოტრომ 4 ბრეიკი, 2 ეისი შეასრულა და იზნერს ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს. “დელპომ” ვაშინგტონში კარიერის 15-ე ტიტული მოიგო.

ქალთა ტურნირს რაც შეეხება, შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა სლოვაკმა მაგდალინა რიბარიკოვამ. 24 წლის დასავლეთსლავმა ფინალში გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს 6:4, 7:6 მოუგო. რიბარიკოვამ კარიერის მეოთხე, წლეულს კი პირველი შეჯიბრება მოიგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 05.08.2013
mushni (93559)

დელპო მაგარიაააა

11:14 | 05.08.2013
რაფა♥ (509)

მონრეალში ინდიანას ფინალი უნდა განმეორდეს, ვამოს რაფა & დელპო !!

0.12563