ძიუდო

0:30 | 26.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვარშავაში კენჭი ყარეს

26-27 თებერვალს ვარშავა ძიუდოისტთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები პოლონურ ტატამზე რვაკაციანი შემადგენლობით გავა. მათგან ოთხი კიმონოს შაბათს მოირგებს, ოთხი – კვირას. რამდენიმე საათის წინ, კენჭისყრა გაიმართა და ქართველთა მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
დავით ასუმბანი (60 კგ) შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც პოლონელი სებასტიან იანიჩკისა და გერმანელი რობერტ კოპისკეს წყვილში გამარჯვებულს დაეჭიდება. გიორგი შოშიაშვილის (66 კგ) პირველი მეტოქე რუსი კამალ ხან-მაგომედოვი იქნება. ამბაკო ავალიანი (73 კგ) ებრაელ იოზეფ პალელაშვილს შეხვდება, თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) – თურქ სეზერ ჰუისუზს. პაატა ღვინიაშვილი (81 კგ) – უკრაინელ ევგენი კატაიევს, გიორგი ცოციაშვილი (90 კგ) – მექსიკელ კარდენაზ ისაოს, დავით ლორიაშვილი (100 კგ) – აზერბაიჯანელ საინ მამადოვს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – ისლანდიელ თორმოდურ იონსონს.
შაბათს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, კვირას – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.

ოთარ მაღლაკელიძე

0.09337