საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში 19 წლის შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა და ზედიზედ მეორედ, ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალური შეხვედრის ძირითადი ხუთწუთეული ისე გაილია, ვერც ერთმა ძიუდოისტმა ილეთის შესრულება ვერ შეძლო. მხოლოდ თითო შენიშვნა მიიღეს მსაჯისგან, პასიურობისთვის. “ოქროს დროში” კი მომგებიანი გდება – იუკო ნიმანმა განახორციელა.
ცოტა ხანში მედლისთვის მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი იჭიდავებს. რეპეშაჟის ფინალში იგი გერმანელ ანდრეას ტოლცერს დაუპირისპირდება.
ოთარ მაღლაკელიძე







