ძიუდო

9:12 | 12.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ვარჯიშს კორეული შეკრებით განაახლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონურ შეკრებაზე ევროპის ჩემპიონ ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) გარეშე გაემგზავრა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ავსტრიიდან გუშინ დაბრუნდა და სარეაბილიტაციო კურსს თბილისში ჩაიტარებს. გუნდს კი 26 მაისს, სამხრეთკორეულ შეკრებაზე შეუერთდება.
“სანამ ნაკრები იაპონიაში ივარჯიშებს, ლიპარტელიანი თერაპიულ კურსს გაივლის და ორ კვირაში უკვე თანაგუნდელების გვერდით იქნება. სრული დატვირთვით ვარჯიშსაც სწრაფადვე განაახლებს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092104