საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი დავიდ ალარსა, ბრიტანელი უინსტონ გორდონი, აზერბაიჯანელი ტიმურ ალიხანოვი და ფრანგი რომენ ბუფე ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი მასპინძელ გრიგორი სულემინთან მოიპოვა.
ცოტა ხანში ევროპირველობის ფინალში 100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი იჭიდავებს. მისი მეტოქე ებრაელი არიელ ზეევი იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე







