ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან მანუელ ვარგასი ტრავმირებულია. Football Italia-ს ცნობით, პერუელი “სამპდორიასთან” მატჩში (0:0) დაშავდა და მოედანს 10 დღით დაემშვიდობა.
როგორც ირკვევა, სამხრეთამერიკელს მარცხენა ფეხის საზარდული აქვს დაზიანებული. ვარგასმა აღდგენითი პროგრამა უკვე დაიწყო და 10 დღეში, სრული დატვირთვით ვარჯიშსაც შეძლებს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ვარგასმა 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის ავტორი გახდა.