კვირას, 11 აპრილს, გლდანში მდებარე “ვარდების პარკი” პროფესიონალ მოკრივეთა ოთხ საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლას და საქართველოს ერთი ქამრის გათამაშებას უმასპინძლებს. სარეიტინგო ორთაბრძოლები 61, 66 და 72 კგ წონით კატეგორიებში ჩატარდება. ამ უკანასკნელ წონით კატეგორიაში ორი ორთაბრძოლა გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს საჩემპიონო ქამარს, იგი 81 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ქართველ მოკრივეებთან ერთად, აღნიშნულ ორთაბრძოლაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის წარმომადგენლები გამოვლენ. ორთაბრძოლები 19.00 საათზე დაიწყება. გთავაზობთ აღნიშნულ ორთაბრძოლაში მონაწილე სპორტსმენებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
სარეიტინგო ორთაბრძოლები
61 კგ.
კახაბერ ავეტისიანი (საქართველო)- ალექსანდრე სალტიკოვი (რუსეთი)
66 კგ.
გარი აბაჯიანი (საქართველო)-ნიკოლაი კორონევი (უკრაინა)
72 კგ.
ბორის მდინარაძე (საქართველო)-სერგო ნავარკა (ბელარუსი)
72კგ.
შალვა ჯომარდაშვილი (საქართველო)-მაქსიმ ნიკანუროვი (უკრაინა)
საქართველოს ქამრის გათამაშება
81 კგ.
შოთა სოფრომაძე (თბილისი)-გიორგი თევდორაშვილი (გორი)
როლანდ ლაბუჩიძე







