ფეხბურთი

10:12 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

 

მადრიდის “რეალის” მცველის რაფაელ ვარანის მოედანზე დაბრუნება გადაიდო. როგორც El Confidencial-ი იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს ტრავმირებულ მუხლზე, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. ვარანი ტრავმის გამო მოედანზე გასვლას დეკემბრის დასაწყისიდან ვერ ახერხებს. აქამდე, ექიმები მის გამოჯანმრთელებას ქირურგიული ჩარევის გარეშე ცდილობდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

ვარანმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116226