ფეხბურთი

18:43 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა ვარჯიში დაიწყო

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გამოჯანმრთელდა. ესპანური პრესის ცნობით, 20 წლის უკანხაზელმა ვარჯიში განაახლა.

ვარანმა მუხლის ოპერაცია მაისში გაიკეთა. თავდაპირველი პროგნოზით, ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს წინასასეზონო მზადების დაწყებისთანავე შეუერთდებოდა, მაგრამ მკურნალობის პროცესი გაიწელა და ვარანი გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ დღეს შეუდგა.

ივარაუდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურისთვის, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, ვარანი სრულ მზადყოფნაში იქნება.

0.118768