ფეხბურთი

17:08 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა პსჟ ისურვა

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

“შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ 1/4-ფინალში გაგვიჭირდება იმის მიუხედავად, თუ ვის შევხვდებით.

ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ამის გათვალისწინებით, პსჟ-სთან შეხვედრა მინდა. პირადად ჩემთვის, ამ გუნდთან დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება. პარიზელები 1/4-ფინალში შემთხვევით არ მოხვედრილან. პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის შედის.” – ციტირებს 20 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111861