ფეხბურთი

18:06 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან ვოლფსვინკელი “ნორვიჩში” ითამაშებს

ლისაბონის “სპორტინგის” 24 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი რიკი ვან ვოლფსვინკელი, მომდევნო სეზონიდან, “ნორვიჩში” ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ჰოლანდიელმა შემტევმა “ნორვიჩთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვან ვოლფსვინკელი “სპორტინგში” 2011 წელს, “უტრეხტიდან” გადავიდა. პორტუგალიურ გუნდში ჩატარებულ 73 მატჩში მან 37 გოლი გაიტანა.

0.123748