ფეხბურთი

10:42 | 15.02.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ვან პერსის ტრანსფერი ტვიტერით დაანონსდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ რობინ ვან პერსის აგენტს შეხვდა. ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ტანკერდი პალმერიმ ტვიტერით გაავრცელა.

“მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბის ვან პერსით დაინტერესების შესახებ ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემებიც იტყობინებოდნენ, მაგრამ მაშინ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყებაზე არაფერი თქმულა. ამჯერად კი, პალმერი ირწმუნება, რომ უკვე თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერზე უარს არც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობაა.

რობინ ვან პერსი მანჩესტერში 2012 წელს სწორედ “არსენალიდან” გადავიდა. იქამდე კი ლონდონური კლუბის სახელით 8 წლის განმავლობაში თამაშობდა.

 

0.11548