ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საკუთარ კლუბს უახლოეს მომავალში დაეხმარება.
“წითელი ეშმაკების” შეტევის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე დონეცკის “შახტართან” მატჩის შემდეგ აღარ გამოსულა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმრთა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაბარდა.
მისი და კიდევ ერთი თავდამსხმელის - უეინ რუნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა Goal-თან ისაუბრა:
“რობინმა მსუბუქი ვარჯიში უკვე დაიწყო და სულ მალე თამაშსაც შეძლებს. ვიმედოვნებ, რომ რუნი მოედანზე კიდევ უფრო მალე, ოთხშაბათს გავა. მას საზარდული აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩების შემდეგ უეინს აღდგენითი პროცედურებისთვის უფრო მეტი დრო ჭირდება, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს. სამწუხაროა, რომ სეზონის ამ პერიოდში ჩვენ მასზე გაფრთხილების საშუალება არ გვაქვს”.