ფეხბურთი

11:54 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი ვარჯიშს შეუდგა

ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ მუხლის ტრავმა ბოლომდე მოიშუშა. ამ დღეებში მან პირველი სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

“ნარინჯისფერები” მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გადავიდნენ. უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას 31 მაისს გამართავენ განის ნაკრების წინააღმდეგ.

“მთავარია, ტრავმა მოვიშუშე. ახლა სრული მობილიზებით შევუდგები ვარჯიშს და მსოფლიოს ჩემპიონატამდე სასურველ ფორმაში ჩავდგები” – განაცხადა რობინ ვან პერსიმ. 

0.122823