ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ რობინ ვან პერსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. L’Equipe-ს ცნობით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეგოლემ უნგრეთთან პარასკევს გასამართი მატჩი გამოტოვოს.
“მეგონა, ფეხის თითი მოვიტეხე. საბედნიეროდ, რენტგენურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზეა. კვირას ვითამაშე, მაგრამ ტკივილს მაინც არ გაუვლია”, - განაცხადა ფეხბურთელმა.
სავარაუდოდ, ვან პერსი თურქეთთან სამშაბათს გასამართი მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება.