ფეხბურთი

13:05 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი მუნდიალისთვის მზადაა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის რობინ ვან პერსის განცხადებით, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ მზადაა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 19 მარტს "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა და 89-ე წუთზე მუხლის ტრავმის გამო შეცვალეს. ამის შემდეგ ვან პერსი რეაბილიტაციას გადიოდა და მინდორზე 3 მაისს "სანდერლენდთან" მატჩში გამოჩნდა.

"ნარინჯისფერთა" თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ვან პერსი ბოლომდე სათამაშოდ მზად ჯერ არაა. თავდამსხმელი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

"100%-ით მზად ვარ. ახლა მხოლოდ სრული სათამაშო დრო მჭირდება. მუხლზე პრობლემა უკვე აღარ მაქვს. ნაკრებს წინ სამი ამხანაგური მატჩი ელოდება და მოუთმენლად ველი დაპირისპირებებს. "საუთჰემპტონთან" 67 წუთი ვითამაშე და ვიმედოვნებ, უფრო მეტი შემიძლია,” - განაცხადა ვან პერსიმ.

გიორგი ბალახაძე

0.118825