“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს. ამის შესახებ მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა.
30 წლის ჰოლანდიელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის “შახტართან” დასკვნით მატჩში (1:0) კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვან პერსის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ, ფილ ჯონსმა უკრაინელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, უფრო ადრე ჰოლანდიელმა საზარდულის ტკივილის მიზეზით 4 მატჩი გამოტოვა და მოედანს გასულ უქმეებზე “ნიუკასლთან” შეხვედრაში დაუბრუნდა.