ფეხბურთი

10:09 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან მაარვიკი “ჰამბურგიდან” გაუშვეს

“ჰამბურგი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელ სპეციალისტს ბერტ ვან მაარვიკს თანამდებობა დაატოვებინა.

გუშინ ჰამბურგელები “აინტრახტთან” სტუმრად 2:4 დამარცხდნენ და გათამაშების ცხრილში მე-17 ადგილს იკავებენ. მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკვე კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

ბერტ ვან მაარვიკის ხელმძღვანელობით “ჰამბურგმა” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა. აქედან მხოლოდ 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 9 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124406