ფეხბურთი

15:08 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელს 6-9 თვე გაუცდება

 

ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა მარკო ვან გინკელმა მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ლაზარეთში ხანგრძლივი პერიოდის გატარება მოუწევს. Sky Sports-ის ცნობით, 20 წლის ჰოლანდიელის მკურნალობა 6-დან 9 თვემდე გასტანს.

არნემის “ვიტესის” ყოფილი პლეიმეიკერი “სუინდონთან” ინგლისის თასის მატჩში დაშავდა. ვან გინკელს მუხლი დაუზიანდა და საკმაოდ რთული ოპერაცია ელის. ამგვარად, ნახევარმცველმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის შანსიც დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ვან გინკელმა “ჩელსისთან” 5-წლიანი კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა.

0.110016