ფეხბურთი

19:46 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელმა “მილანს” უარი შეუთვალა

 

ლონდონის “ჩელსის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვან გინკელმა იტალიური “მილანის” შეთავაზება უარყო.

Sky Sport Italia-ს ცნობით, იტალიელებს 21 წლის ფეხბურთელის განათხოვრების წესით აყვანა სურდათ, მაგრამ მან საკუთარი აგენტის მეშვეობით მილანელებს უარი შეუთვალა.

ვან გინკელს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მიუხედავად ამისა, ის “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებისთვის აპირებს ბრძოლას. “მილანსა” და “ჩელსის” მის განათხოვრებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული ჰქონდათ, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბების გეგმები შეცვალა.

0.080615