ფეხბურთი

12:50 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს

არნემის “ვიტესის” 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, სავარაუდოდ მომავალი სეზონიდან კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. ჰოლანდიური პრესის ცნობით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ახალგაზრდა შუახაზელის სანაცვლოდ არნემელები 8,5 მილიონ ევროს მიიღებენ.

ამჟამად, ვან გინკელი ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ამიტომ, ლონდონურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები არ შეუთანხმებია.

ვან გინკელი “ვიტესის” პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან თამაშობს და 109 მატჩში 23 გოლი გაიტანა, თან 18 საგოლე პასი გააკეთა.  


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119221