დასრულდა პრემიერლიგის 2014/2015 წლების სეზონის პირველი სათამაშო დღე. ჩემპიონატი “ოლდ ტრაფორდზე” გაიხსნა. ლუის ვან გაალის მიერ დამოძღვრილი ”მანჩესტერი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, სრული კრახით დასრულდა.
მატჩი აბსოლუტურად თანაბრად მიმდინარეობდა. მეკარეებს ბევრი საქმე არ ჰქონიათ და ფაქტობრივად, ყველა სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. ანგარიში 28-ე წუთზე კიმ გახსნა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “ეშმაკები” გააქტიურდნენ, რასაც მალევე გატანილი გოლი მოყვა. მატას კუთხურის შემდგომ რუნიმ ეფექტური გოლი გაიტანა და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სწრაფი გოლის მიუხედავად, მასპინძლების თამაშში არაფერი არ შეცვლილა და მეორე ტაიმშიც ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა გუნდი. “სუონსი” კი თავის შანსს ელოდებოდა, რაც მიიღო კიდეც და 72-ე წუთზე უელსურ კლუბში დაბრუნდებულმა სიგურდსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა 1:2.
ძალიან დაძაბულად წარიმართა ლონდონური დერბი. დიდი ხნის მანძილზე უპირატესობას “ვესტ ჰემი” ფლობდა, რაც იმით იყო განპირებობებული, რომ 28-ე წუთზე ნოუტონმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. “ტოტენჰემს” გაუმართლა და ნობლიმ პენალტი ააცილა.
63-ე წუთზე კოლინზმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებიც ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “მამლების” მცველი დაიერი შესანიშნავად გაისარჯა და სადებიუტო შეხვედრაშივე სამი ქულა მოუპოვა თავის გუნდს.
გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო ლონდონის “არსენალმა”. თავიდან, შეხვედრის სცენარი “მეთოფეთათვის” ძალიან ცუდად წარიმართა. 35-ე წუთზე მცველების უყურადღებობით ჰანგელანდმა ისარგებლა და თავურით თავის გუნდი დააწინაურა. სულზე მოუსწრო “არსენალს” ლორან კოშელნის გოლმა. ცენტრალურმა მცველმა ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში და დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის გამარჯვებაში.
“არსენალს” მეორე ტაიმშიც ძალიან უჭირდა, თუმცა მატჩის ბოლოსკენ სტუმრებს დაღლა დაეტყოთ. ამას კი, 89-ე წუთზე პანჩონის გაძევება დაემატა. “არსენალმა” შტურმი გააძლიერა და მეორე გოლიც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა. თავი აარონ რემზიმ გამოიჩინა და თავის გუნდს პირველი სამი ქულა მოუპოვა.
ბოლო წუთებზე გამოგლიჯა ქულა ხელიდან “ლესტერმა” “ევერტონს”, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდგომ პირველად თამაშობს პრემიერლიგაში. მასპინძლები ორჯერ აგებდნენ. ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა მაკგიდიმ, თუმცა ორ წუთში ულოამ აღადგინა წონასწორობა. პირველი ტაიმი მაინც მერსესაიდულმა კლუბმა მოიგო. ნეისმიტმა ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა და გასახდელში გოლი გაატანა მოწინააღმდეგეს. მიუხედავად ამისა, “მელიებმა” ბოლომდე იბრძოლეს და 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ვუდმა ქულა გადაურჩინა გუნდს 2:2.
იგივე შედეგი დაფიქსირდა “ვესტ ბრომვიჩისა” და “სანდერლენდის” შეხვედრაში. კლუბებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს ორივე ტაიმში და ოთხგოლა ფრე დააფიქსირეს.
მეორე აღზევებულმა კლუბმა “ქუინ პარკ რეინჯერსმა” თავის შეხვედრა შინ დათმო “ჰალთან” 0:1. მატჩის ერთადერთი გოლი ჩესტერმა გაიტანა 52-ე წუთზე. შეხვედრის გადარჩენა შეეძლო ოსტინს, რომელმაც 85-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ამავე ანგარიშით დამარცხდა “სტოკ სიტი” “ბრიტანია სთედიუმზე” “ასტონ ვილასთან”. გადამწყვეტი გოლი ვეიმანმა გაიტანა 50-ე წუთზე.
მანჩესტერი – სუონსი 1:2 (0:1)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერი: დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი, ჯონსი, ლინგარდი (იანუზაი 24), ფლეტჩერი, ერერა (ფელაინი 67), მატა, იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 46).
მწვრთვნელი: ლუის ვან გაალი.
სუონსი: ფაბიანსი, უილიამსი, ამატი, რანხელი, ტეილორი (ტიენდალი 53), კი, შელვი, დაიერი (მონტერო 67), რუტლიჯი, სიგურდსონი, ბონი (გომისი 77).
მწვრთვნელი: გარი მონკი.
გოლები: 0:1 კი (28), 1:1 რუნი (53), 1:2 სიგურდსონი (73).
გაფრთხილებები: ბლეკეტი, იანგი – დაიერი, ტეილორი, შელვი, კი.
მსაჯი: მაიკლ დინი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14(5)-5(4), ჯარიმა: 14-20, კუთხური: 4-0, თამაშგარე: 1-1, სეივი 2-4.
ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 0:1 (0:0)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი: ადრიანი, კოლინსი, რიდი, კრესველი, ო’ბრაიანი (დემელი 62), კუაიტე, ნობლი, ვაზ ტე (დიამე 68), ნოლანი, დაუნინგი, კოული (ვალენსია 81).
მწვრთვნელი: სემი ელარდაისი
ტოტენჰემი: ლორისი, დაიერი, ქაბული, ნოუტონი, როუზი, ბენტალები, კაპუე, ლამელა (ჰოლტბი 61), ლენონი (თაუნსენდი 61), ერიკსენი, ადებაიორი (კეინი 83).
მწვრთვნელი: მაურისიო პოჩეტინო.
გოლი: დაიერი 93.
გაძევება: ნოუტონი 29, კოლინსი 63.
გაფრთხილებები: კოლინსი, კუაიტე.
მსაჯი: კრის ფოი.
30-ე წუთზე ნობლიმ პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 18(4)-10(4), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-0, სეივი 3-4.
ლესტერი – ევერტონი 2:2 (1:2)
ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”
ლესტერი: შმეიხელი, მური, მორგანა, კონჩესკი, დე ლაეტი, კნოკერტი (შლუპი 64), დრინკვათერი (ჰამონდი 39), მაჰრეზი კინგი, ნუგენტი, ულოა (ვუდი 78).
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი.
ევერტონი: ჰოვარდი, სტოუნი, იაგიელკა, დიტინი, ბეინსი, ბერი, მაკარტი, პიენაარი (მირალასი 81), მაკგიდი (კოულმენი 85), ნეისმიტი, ლუკაკუ.
მწვრთვნელი: რობერტო მარტინესი.
გოლები: 0:1 მაკარტი (20), 1:1 ულოა (22), 1:2 ნეისმიტი (45), 2:2 ვუდი (86).
გაფრთხილებები: მური – ბერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 11(3)-13(3), ჯარიმა: 16-10, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-0, სეივი 1-1.
ქპრ – ჰალი 0:1 (0:0)
ლონდონი, ლოფტუს როად სთედიუმი.
ქპრ: გრინი, ფერდინანდი, კოლკერი, დანი (ზამორა 72), სიმპსონი (ფილიპსი 68), ფორლინი (ჰოილეტი 69), ბარტონი, ტრაორე, ოსტინი, რემი.
მწვრთვნელი: ჰარი რედნაპი.
ჰალი: მაკგრეგორი, დევისი, ჩესტერი, ბრიუსი (მაკშეინი 46), ელ მოჰამედი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, სნოდგრასი (ქუინი 40), ინსი (მეილერი 82), იელავიჩი.
მწვრთვნელი: სტივ ბრიუსი.
გოლი: ჩესტერი 52.
გაფრთხილებები: დანი – დევისი, იელავიჩი.
მსაჯი: კრეიგ პაუსონი.
85-ე წუთზე ოსტინმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 19(6)-11(4), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 8-9, თამაშგარე: 0-2, სეივი 3-6.
სტოკი – ასტონ ვილა 0:1 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”.
სტოკი: ბეგოვიჩი, პიტერსი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, ნ’ზონზი, ველანი (ადამი 82), აირლანდი, ბოიანი, არნაუტოვიჩი, დიუფი (კრაუჩი 71).
მწვრთვნელი: მარკ ჰიუზი.
ასტონ ვილა: გუზანი, ჰატონი, სისოკო, სენდეროსი, ვლაარი, დელფი, ვესტვუდი, ვეიმანი (ბაკუნა 82), რიჩარდსონი, ნ’ზოგბია (გრელიში 71), აგბონლაჰორი.
მწვრთვნელი: პოლ ლამბერტი.
გოლი: ვეიმანი 50.
გაფრთხილებები: ვესტვუდი, ჰატონი, აგბონლაჰორი.
მსაჯი: ენტონი ტეილორი.
ბურთის ფლობა: 63-37%, დარტყმა: 12(2)-7(2), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 2-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2.
ვესტ ბრომვიჩი 2:2 სანდერლენდი
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”.
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, დოუსონი, პოცეგნოლი, უისდომი, ბრანტი (ბეირდი 77), მულუნგუ, გარდნერი (იაკობი 84), დორანსი (სესენიონი 84), ბერაჰინო, ანიჩებე.
მწვრთვნელი: ალან ირვინი.
სანდერლენდი: მანონე, ვან აანჰოლტი, რობერჯი, ოში, ბრაუნი (ალტიდორი 81), ჯონსონი (ბაკლი 73), როდუელი (ხორდი გომესი 68), კატერმოლი, ლარსონი, ფლეტჩერი, ვიკჰემი.
მწვრთვნელი: გუსტავო პოიეტი.
გოლები: 0:1 კატერმოლი (5), 1:1;2:1 ბერაჰინო (42;74), 2:2 ლარსონი (85).
გაფრთხილებები: დოუსონი, დორანსი, ოლსონი – რობერჯი.
მსაჯი: ნილ სვერბრიკი.
ბურთის ფლობა: 58-42%, დარტყმა: 10(5)-7(2), ჯარიმა: 18-9, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 0-3.
არსენალი – კრისტალ პალასი 2:1 (1:1)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”.
არსენალი: შჩესნი, კოშელნი, ჩემბერსი, გიბსი (მონრეალი 53), არტეტა, უილშირი (ჩემბერლენი 69), კასორლა, რემზი, სანჩესი, სანოგო (ჟირუ 62).
მწვრთვნელი: არსენ ვენგერი.
კრისტალ პალასი: სპერონი, ჰანგელანდი, დანი (დელანი 75), იარდი, კელი, ბოლასი (ო’კეფი 91), ლედლი, იედინაკი, პანჩონი, კემპბელი (გაილი 85), შამახი.
მწვრთვნელი: კეიტ მილენი.
გოლები: 0:1 ჰანგელანდი (35), 1:1 კოშელნი (45+1), 2:1 რამსი (91).
გაძევება: პანჩონი 89.
გაფრთხილებები: ჩემბერსი, კასორლა – პანჩონი, შამახი, კელი.
მსაჯი: ჯონათან მოსი.
ბურთის ფლობა: 76-24%, დარტყმა: 14(6)-4(2), ჯარიმა: 13-19, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-4.
ირაკლი ალიმბარაშვილი