ფეხბურთი

15:01 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა ვან პერსი დაასვენა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, "წითელი ეშმაკების" წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს ამერიკაში, არ გაივლის. მიზეზი ახალი მწვრთნელის ლუის ვან გაალის გადაწყვეტილებაა, რომელმაც "ნარინჯისფერთა" კაპიტანს სამკვირიანი დასვენება გამოუწერა.

"დასვენება მჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ყოველ მატჩში 100%-ით დავიხარჯე" - განაცხადა ჰოლანდიაში დაბრუნებულმა ვან პერსიმ.

გიორგი ბალახაძე

0.126271