ფეხბურთი

12:20 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა მუნდიალისთვის 30 ფეხბურთელი შეარჩია

ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ვან გაალმა შეკრებაზე 30 მოთამაშეს უხმო.

მეკარეები: იასპერ სილენსენი (“აიაქსი”), მიხელ ფორმი (“სუონსი”, ინგლისი), იერუნ ზუტი (პსვ), ტიმ კრული (“ნიუკასლი”, ინგლისი).

მცველები: დალეი ბლინდი, ჟოელ ველტმანი (ორივე “აიაქსი”), ქარიმ რეკიკი (პსვ), დარილ იანტმანი, მარტინს ინდი, ტერენს კონგოლო, სტეფან დე ვრეი (ყველა “ფეინოორდი”), რონ ვლარი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), პატრიკ ვან ანხოლტი (“ჩელსი”, ინგლისი), პოლ ვერხაგი (“აუგსბურგი”, გერმანია).

ნახევარმცველები: ხორდი კლასი, ტონი ვილხენა (ორივე “ფეინოორდი”), ჯონათან დე გუზმანი (“სუონსი”, ინგლისი), ლერუა ფერი (“ნორვიჩი”, ინგლისი), ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”, იტალია), ქუინსი პრომესი (“ტვენტე”), არიენ რობენი (“ბაიერნი”, გერმანია), ვესლი სნაიდერი (“გალათასარაი”, თურქეთი), რაფაელ ვან დერ ვარტი (“ჰამბურგი”, გერმანია), გეორგინიო ვეინალდუმი (პსვ).

თავდამსხმელები: ჟან-პოლ ბოეტიუსი (“ფეინოორდი”), მემფის დეპაი (პსვ), ჯერმეინ ლენსი (“დინამო”, უკრაინა), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), დირკ კიუიტი (“ფენერბახჩე”, თურქეთი), კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”, გერმანია).

ჰოლანდიელთა თავკაცი საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას მოგვაინებით დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116705