მეორე დღეა ლუის ვან გაალი ოფიციალურად წვრთნის “მანჩესტერ იუნაიტედს” და პირველი კრიტიკაც გაისმა. ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის ჩრდილოამერიკული კომერციული ტურნეებითაა უკმაყოფილო (ამჟამად გუნდი ლოს ანჯელესში იმყოფება): “ახლა სეზონისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მაგრამ ამ დროს კომერციული საქმიანობით ვართ დაკავებული. ამდენი მოგზაურობა, სასაათე ზოლებს ცვლა და ფრენა, ცხადია, კარგად მომზადებას ხელს უშლის. როცა გუნდში მოვედი ეს ტურნე უკვე დაგეგმილი იყო, ამიტომ იძულებული ვარ ვითარებას შევეგუო,” – განაცხდა ვან გაალმა.
სამაგიეროდ ჰოლანდიელი სპეციალისტი ფეხბურთელებითა და ასისტენტებით კმაყოფილია: “იმ შემართებამ და კონცენტრაციამ რომელიც ვარჯიშებზე დავინახე, ძალიან გამახარა. ეს უმაღლესი კლასია, თუმცა ჩვენს რეალურ ძალას მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.”