ფეხბურთი

13:51 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი “ტოტენჰემის” წინააღმდეგი არაა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუის ვან გაალი სამუშაოდ ინგლისში გადაბარგებას არ გამორიცხავს. ჰოლანდიელი გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

“გადაწყვეტილია, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად არ ვიქნები. მუნდიალის შემდეგ, პენსიაზე გასვლას ვგეგმავდი, მაგრამ შესაძლოა, გადავიფიქრო, თუ ახალი გამოწვევის წინაშე დავდგები.

ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის ვარიანტი დამაფიქრებელია. “ტოტენჰემს” ჩემი მიწვევა ნამდვილად სურს, მაგრამ ამ ეტაპზე, ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული”, - განუცხადა ვან გაალმა ბრიტანულ მედიას.

 

0.1313