ფეხბურთი

15:56 | 7.12.2013 | ნანახია 1595 - ჯერ

ვან გაალი კენჭისყრით უკმაყოფილოა

ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ფიქრობს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა, მისი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის კენჭისყრას წარმატებულს ვერ დაარქმევ, მაგრამ უკვე ვერაფერს იზამ. ჩვენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაგვიპირისპირდება, ასევე, ავსტრალიას შევხვდებით, რომელიც არასოდეს დაგვიმარცხებია. ჩილეს მიერ ჩატარებული მატჩი ვნახე კოლუმბიასთან და საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეტოქეების გათვალისწინებით რთული ჯგუფი გვერგო. ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის იმედი გვაქვს და ამ შემთხვევაში რომელიმე გუნდი დაგვიპირისპირდება იმ კვარტეტიდან, სადაც ბრაზილიაა. მომდევნო რაუნდშივე შესაძლოა ბრაზილიას შევხდეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კენჭისყრა ჩვენთვის საუკეთესო არ იყო. ვამჯობინებდი, რომ Н ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ამასთანავე, ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ, მოსამზადებლად არცთუ ბევრი დრო გვექნება. ასე რომ, ამ კუთხით კენჭისყრაში არ გაგვიმართლა” – ციტირებს ვან გაალს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:25 | 07.12.2013
kelbo (7279)

ესპანეთი და ჩილე გავლენ, მარა ჰოლანდიაც იბრძოლებს

22:22 | 07.12.2013
kelbo (7279)

რა იყო ხალხო, ხუმრობა არ გესმით?
ცოტა ხნით Mუ-ს მივბაძე, მაინტერესებდა როგორ აზროვნებს
ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია რა..

17:24 | 07.12.2013
tengoroma (4673)

ჰოლანდია პირველზე უნდა გახვიდე და ესპანეთი დაატაკოთ ბრაზილიას. ყველაფერი უნდა ჩადოთ ესპანეთთან ქეშებოოოოოოოოოო

17:47 | 07.12.2013
laciosErtguli (3640)

რანაირად მოხდა რო მე და შენ რომას და ლაციოს ბალეშიკები ერთი და იგივეს ვბალეშიკობთ?DDD

16:33 | 07.12.2013
arturi-baierni (24493)

მგონია რომ ესენი ჯგუფში ჩარჩებიან

16:29 | 07.12.2013
bryant-kobe (132)

ბრაზილია იტალია გერმანია ეს სამი იბრძოლებს ფინალში გასსვლაზე

16:09 | 07.12.2013
chamilo (33560)

მიდი გადი 1 ადგილზე და ესპანეთი-ბრაზილია დააჯახე ერთმანეთს

21:45 | 07.12.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ესპანეთი გაძუყნის.. ბრაზილია რა კრიტერიუმით ითვლება ფავორიტი ვერ ვხვდები, ესპანეთი გაცილებით მაღალი დონის გუნდია

16:22 | 07.12.2013
სავაშა__ (6590)

არ იქნება მთლად კარგი ეგ ... ) ნაადრევად რომ დაეჯახონ ერთმანეთს , ბრაზილია და ესპანეთი. )

0.072154