საფრანგეთის ჩემპიონ პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცველი გრეგორი ვან დერ ვილი დატოვებს. 25 წლის ფეხბურთელი დიდი ხანია გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს, ახლა კი, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
Le Parisien-ის ცნობით, ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს ეჩხუბა, რადგან ამ უკანასკნელმა ის ლიგა 1-ის განვლილ ტურში “აიაჩოსთან” გამართულ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.
ვან დერ ვილი მოლაპარაკებას მილანის “ინტერთან” აწარმოებს. ვარაუდობენ, რომ გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. საუბარია ერთწლიან განათხოვრებაზე, თუმცა, არც გამოსყიდვის ვარიანტია გამორიცხული.